გასეირნება ზოოპარკში.
2. პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეთა დაკვირვება ცხოველებზე, მათ საცხოვრებელ გარემოზე.
3. პროექტის სრული აღწერა:
მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეთა ჯგუფი ანხორციელებს გასვლით ღონისძიებას ზოოპარკში, სადაც ხდება დაკვირვება თითოეულ ბინადარზე, მათ საცხოვრებელ გარემოზე და პირობებზე, ასევე ყურადღებას გაამახვილებენ მათი ბეწვის სეზონურ ცვლილებაზე /მოსწავლეები თეორიულ ცოდნას გამოიყენებენ პრაქტიკულად, დაკვირვების სახით/.
4.მონაწილეთა ასაკი: 6-7 წელი.
5. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
მოსწავლეები იძიებენ ინფორმაციას ეროვნულ ზოოპარკში არსებული ცხოველების შესახებ, შემდეგ ისინი ხატავენ მათ, აკეთებენ კედლის გაზეთს და მასწავლებელი აქვეყნებს ინტერნეტში.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეების ნახატებით შექმნილი კედლის გაზეთის ინტერნეტში განთავსება.
8. სარგებელი სხვებისთვის:
დაინტერესებული პირები გაეცნობიან აღნიშნულ პროექტს და მიიღებენ გარკვეული სახის ინფორმაციას.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არ გვყავს.
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ბუნებისმეტყველება.
12. პროექტის ფასილიტატორი: თეა დავითაშვილი.
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: teadavit@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: teadavit.blogspot.com
არაჩვეულებრივი პროექტია,თეკო,წარმატებებს გისურვებ,საყვარელო!
ReplyDelete